8 აპრილს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ მიიღო აღმოსავლეთ ილინოისის უნივერსიტეტის (Eastern Illinois University, USA) წარმომადგენელი, მეწარმეობისა და მარკეტინგის მიმართულების პროფესორი ევან კუბიჩეკი (Evan Kubicek). საუბარი შეეხო ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს.